ძიუდო | 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

19 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.

დაახლოებით ერთ საათში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ეთერმა ნახევარფინალში კუბელ ოდელინ გარსიასთან დაძაბულ ბრძოლაში, გაფრთხილებებით გაიმარჯვა და ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩის შეხვდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი სარდალაშვილს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პირველი ადგილი მიანიჭა. 18 წლის ქართველმა შარშან 60 კგ. წონით კატეგორიაში იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა.