ძიუდო |​ გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
ძიუდო |​ გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა 1/4-ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს დაძაბულ დაპირისპირებაში სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის სარდალაშვილის მეტოქე ან იაპონელი ნაკამურა, ან კორეელი ლი იქნება.

ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.