ძირითადის რვა მოთამაშის გარეშე - ჩრდილოეთ მაკედონიელებს სომხეთთან ლიდერები დააკლდებათ
ძირითადის რვა მოთამაშის გარეშე - ჩრდილოეთ მაკედონიელებს სომხეთთან ლიდერები დააკლდებათ

დუსკო ტრაიჩევსკი კვიპროსული „დოქსადან“, დარკო მიჩევსკი სკოპიესვარდარიდან“ და ტომჩე კიტანოვსკი „მაკედონიიდან“ – დამატებით ეს სამეული გამოიძახა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩისთვის, რომელსაც 18 ნოემბერს, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში სომხეთთან გამართავს.

მრავალი მოთამაშის ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, ანგელოვსკიმ გადაწყვიტა, ესტონეთთან მატჩის შემდეგ დაერეკა ამ ფეხბურთელებთან – ტრაიჩევსკი, მიჩევსკი და კიტანოვსკი გაივლიან კოვიდ-19-ზე ტესტირებას, სანამ ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდებოდნენ.

ჩრდილოეთ მაკედონია სომხების წინააღმდეგ დარჩება ძირითადი გუნდის მოთამაშეთა უმეტესობის გარეშე, მათ შორის არიან გორან პანდევი, ენის ბარდი, ეზგიან ალიოსკი, არიან ადემი, კრსტე ველკოსკი, სტოლე დიმიტრიევსკი, კირე რისტევსკი, ბობან ნიკოლოვი და სტეფან სპიროვსკი.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი არ არის, რადგან ნიქოზიაში მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს.