ძიგორო კანოს მემორიალზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიგორო კანოს მემორიალზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ოსაკა ძიგარო კანოს სახელობის დიდი სლემის ტურნირს უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების წევრთაგან ოსაკაში 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი, 90კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები წვრთნის პროცესს იაპონიაში გააგრძელებენ, სავარაუდოდ ეს შეკრება ხუთ დღეს გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული ოთხეულმა წვრთნა იაპონიაში გააგრძელოს და შემდეგ ისინი პირდაპირ ჩინეთში ჩავიდნენ, სადაც 12-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ქინგდაო მსოფლიო მასტერსის გათამაშებას უმასპინძლებს.