ძარია სიმბოლურში მეოთხედ დაასახელეს
ძარია სიმბოლურში მეოთხედ დაასახელეს

ალბანეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „კუკეშმა“ უშუალო კონკურენტი, ტირანას „პარტიზანი“ 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი გოლის ავტორი ირაკლი ძარია იყო.

29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი მხოლოდ გოლით არ გამოიჩინა. მან მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ეს გამოცემა vipsport.al-მა დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

„ძარიამ ანგარიში ორამდე გაზარდა და საერთოდაც, „პარტიზანის“ წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ის „კუკეშში“ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი იყო“, – წერს vipsport.al.

ძარიამ ალბანეთის სუპერლიგაში ჯერ მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეოთხედ მოხვდა.