ძარია მალტიდან წამოვიდა - შემდეგი გაჩერება „ტორპედო“
ძარია მალტიდან წამოვიდა - შემდეგი გაჩერება „ტორპედო“

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი ძარიამ, შესაძლოა, კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელოს.

30 წლის გამოცდილი მცველი ბოლოს მალტურ „ვალეტაში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდი დატოვა – ეს მან საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

შესაძლოა, ძარია ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდეს, მაგრამ ამაზე კომენტარს ჯერ თავს არიდებს. საინტერესოა, რომ ირაკლიმ 2018 წელს ალბანურ „კუკეშის” შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს” წინააღმდეგ ორივე შეხვედრა ჩაატარა.

ირაკლი ძარია 2012-2016 წლებში საქართველოს ნაკრების მოთამაშე იყო, „ჯვაროსნების“ ფორმით ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი