ძანიოლომ „რომას“ ბოიკოტი გამოუცხადა და ვარჯიშებს აცდენს #1TVSPORT
ძანიოლომ „რომას“ ბოიკოტი გამოუცხადა და ვარჯიშებს აცდენს #1TVSPORT

ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ „რომას“ ბოიკოტი გამოუცხადა.

როგორც გაზეთი La Repubblica წერს, იტალიელი ფეხბურთელი ამ გზით ცდილობს რომაული კლუბიდან „იუვენტუსში“ გადასვლის ფორსირებას.

23 წლის ფეხბურთელმა გააცდინა „რომას“ ბოლო ვარჯიში, რაც მოულოდნელობა გახდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის.

„იუვენტუსი“ აქტიურად გამოხატავს ინტერესს ძანიოლოს მიმართ, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, რა სტადიაშია მოლაპარაკებები.