ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე მალაყმაძემ და ასანიძემ გამოსვლა დაასრულეს

13:48, 21.09.2019

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიის „ბ“ ჯგუფში არჩილ მალაყმაძემ და კახი ასანიძემ თავისი სადებიუტო გამოსვლა დაასრულეს.

მალაყმაძემ ატაცში 137 / 142 დაძლია, აკვრაში 163 / 168.მან ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამს მოუყარა თავი და მე-10 ადგილზე გავიდა

კახი ასანიძემ კი ატაცში 133/137/140 კილოგრამს გაართვა თავი, აკვრაში 162 / 167, ორჭიდის ჯამში კი 307 კგ დააგროვა და მე -11 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა.

მსგავსი