ძალოსნობა | ზურაბ მსხალაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, მანუჩარ გოგოხიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა#1TVSPORT
ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 88 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ.
ორჭიდის ჯამში მსხალაძემ 357 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ატაცში 161 კგ დასძლია, რამაც ამ მოძრაობაშიც ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო აკვრაში 196 კგ-ით ვერცხლის მედალი მიიღო.
მანუჩარ გოგოხიამ 160 კგ-ით ატაცის ბრინჯაო მოიპოვა, აკვრაში 196 კგ-ს გაუმკლავდა და ოქრო ირგუნა, ხოლო ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 356კგ-ით ვერცხლს დაეუფლა.
2 ნოემბერს ალბანეთში 20 და 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.