ძალოსნობა | შოთა მიშველიძე ატაცში ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან 129, 133 და ბოლოს 136 კგ დააფიქსირა და კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება. საქართველოს პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.