ძალოსნობა | საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია ჰოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია ჰოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა (მარიამ მურღვლიანი, ანასტასია ჰოტფრიდი) იასპარეზა.

ჰოტფრიდმა 118 კილოგრამი დაძლია და ატაცის მოძრაობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო მურღვლიანმა 108-კილოგრამიანი შტანგა ასწია და მერვე ადგილზე გავიდა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრება მეორე მოძრაობაში, აკვრაში დაიწყება.