ძალოსნობა | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT

10:25, 04.05.2026

ძალოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმყოფება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზდება.

ქართველი ძალოსნები ასპარეზობას 4 მაისს დაიწყებენ, ხოლო გამოსვლას 8 მაისს დაასრულებენ. საქართველოს ტურნირზე შვიდი ძალოსანი წარადგენს.

საქართველოს ნაკრების განრიგი:

4 მაისი 17:00 სთ
რევაზ მილდიანი – 71 კგ.

6 მაისი 20:00 სთ
ნანა ხორავა – 77 კგ.

7 მაისი 17:00 სთ
მარიამ მურღვლიანი – 86 კგ.

7 მაისი 20:00 სთ
ლუკა სილაგაძე – 94 კგ.
გოგა ჯაჯვანი – 94 კგ.

8 მაისი 12:00 სთ
გიგა ცუხიშვილი – 110 კგ

8 მაისი 15:00 სთ
ირაკლი ვეკუა +110 კგ

საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ტურნირზე ავთანდილ გახოკიძისა და თემურ ჯანჯღავას ხელძღვანელობით იასპარეზებს.

მსგავსი