ძალოსნობა | რევაზ მილდიანი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT

20:43, 04.05.2026

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, რევაზ მილდიანმა წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძისა და მწვრთნელ დავით ხარატაშვილის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 140 კილოგრამი დაძლია. სწორედ ამ შედეგმა მოუტანა მას ჩემპიონატის საპრიზო ადგილი.

საგულისხმოა, რომ მილდიანმა ზუსტად ის წონა დააფიქსირა, რაც ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა. თუმცა ძალოსნობის წესების თანახმად, თანაბარი შედეგისას უფრო მაღალი სინჯის მედალი იმ სპორტსმენს ერგო, რომელმაც წონის აწევა პირველმა შეძლო.

აკვრაში რევაზ მილდიანმა 160 კილოგრამი დაძლია და მე-12 ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 300 კილოგრამით კი მან მსოფლიო ჩემპიონატი საპატიო მე-5 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი