ძალოსნობა | რაულ ცირეკიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

00:10, 28.09.2026

რაულ ცირეკიძემ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში სამი მედალი მოიპოვა.

ვეტერანთა შორის პლანეტის პირველობა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. +110 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ცირეკიძემ ატაცში 136, აკვრაში 176, ხოლო ორჭიდის ჯამში 312 კილოგრამი დააფიქსირა. შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა სამივე დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავა, ვერცხლის მედლებს დაეუფლა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სპორტული კარიერის მანძილზე რაულ ცირეკიძეს მონაწილეობა ორ ოლიმპიადაზე (2008 წელს პეკინსა და 2012 წელს ლონდონში) აქვს მიღებული. გარდა ამისა, 2012 წელს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი