ძალოსნობა | რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, რამინ შამილიშვილმა იასპარეზა და შეჯიბრებაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ატაცში შამილიშვილი 109 კილოგრამით მე-5 ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში სამივე ცდა გამოიიყენა 127/131/134 კილოგრამი დაძლია, ჯამში 243 კილოგრამი დააფიქსირა და ორი ბრინჯაოს მედალი (აკვრასა და ორჭიდში) მოიპოვა.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.