ძალოსნობა | ოდიკაძემ და აბრალავამ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

13:27, 02.05.2025

პერუში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა და ორივემ მედალი მოიპოვა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს პირველი მედალი დიმიტრი აბრალავამ მოუტანა, ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის მედალი მიიღო.

20-წლამდელთა შორის კი გიგა ოდიკაძემ იყოჩაღა, რომელმაც როგორც ატაცში, ასევე ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მსგავსი