ძალოსნობა | ნუგზარ მანია ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

22:35, 21.08.2026

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) 60 კგ წონით კატეგორიაში დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა (ნუგზარ მანია, ვატო წიკლაური) იასპარეზა.

ნუგზარ მანიამ ატაცში 95 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო აკვრაში დაძლეული 124 და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 219 კილოგრამით მან ორი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვატო წიკლაურმა შეჯიბრება მეცხრე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი