ძალოსნობა | ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ძალოსნობა | ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი ნათია გადელია გამოვიდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (101/104/106 კგ.) და მე-4 ადგილზე გავიდა.

გადელიამ აკვრაში 131 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 237 კილოგრამით ki შეჯიბრება მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონი სომხეთის წარმომადგენელი ემა პოღოსიანი გახდა, რომელიმაც ორჭიდის ჯამში 248 კილოგრამი მოაგროვა (ატაცში 107 კგ, აკვრაში 141 კგ).