ძალოსნობა | ნანა ხორავამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | ნანა ხორავამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ნანა ხორავამ წარმატებით იასპარეზა. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხორავამ ატაცში 108 კილოგრამი დაძლია, რაც ტურნირზე საპრიზო ადგილისა და ვიცეჩემპიონობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

აკვრაში ნანა ხორავამ 126 კილოგრამის დაძლევა შეძლო – ამ მაჩვენებლით სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში 234 კილოგრამით ნანა ხორავას პლანეტის პირველობაზე ასევე მეოთხე ადგილი ერგო.