ძალოსნობა | ნანა ხარავამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ძალოსნობა | ნანა ხარავამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნანა ხორავამ (77 კგ) იასპარეზა.

ხორავამ ატაცში 109 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში აწეული 127 კილოგრამით ორჭიდის ჯამში 236 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონი ფინელი ჯანეტ ილისიონი გახდა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა (ატაცში 113 კგ, აკვრაში 134 კგ, ორჭიდის ჯამში 247 კგ).