ძალოსნობა | მარიამ მურღვლიანი ატაცში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

18:50, 07.05.2026

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა წარმატებით იასპარეზა. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მუღვლიანმა ატაცში 111 კილოგრამი დაძლია, რაც ტურნირზე საპრიზო ადგილისა და ვიცეჩემპიონობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

აკვრაში მარიამ მურვლიანმა 131 კილოგრამის დაძლევა შეძლო – ამ მაჩვენებლით სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში 242 კილოგრამით მარიამ მურღვლიანს პლანეტის პირველობაზე ასევე მეოთხე ადგილი ერგო.

მსგავსი