ძალოსნობა | კახი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ძალოსნობა | კახი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე კახი ასანიძე ორჭიდის ჯამში მეოთხეა.

73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა „ბ“ ჯგუფში იასპარეზა. ატაცში კახიმ 144 კგ-ის შემდეგ 148 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.

მან აკვრაში 174 და 179 კგ. დააფიქსირა და აკვრა მე-5 საფეხურზე დაასრულა.

კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში 327 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონატზე საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.