ძალოსნობა | გურამ ვეკუამ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა#1TVSPORT
ალბანეთში 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ (+110 კგ) ატაცსა და აკვრაში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მან ატაცში 168 კგ დასძლია, აკვრაში კი 211 კგ-ს გაუმკლავდა, რაც ჯამში 379 კილოგრამს შეადგენს.
ქართველი ძალოსანი ტურნირზე გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა.
საქართველოს ნაკრების შედეგები 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე:
ლევან ოჩიგავა (88 კგ) სამი ოქროს მედალი
გოგა ჯაჯვანი (94 კგ) სამი ოქროს მედალი
ნათია გადელია (+86 კგ) ერთი ბრინჯაოსა და ორი ოქროს მედალი
საბა ასანიძე (94 კგ) ორი ბრინჯაოს მედალი
მანუჩარ გოგოხია (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი
გიგა ოდიკაძე (60 კგ) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი
ზურაბ მსხალაძე (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი
ნანა ხორავა (77 კგ) ორი ვერცხლის მედალი
გერვასი თაბაგარი (94 კგ) ვერცხლის მედალი
მარიამ მურღვლიანი (+86 კგ) სამი ვერცხლის მედალი