ძალოსნობა | გურამ გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ძალოსნობა | გურამ გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძემ (67 კგ) იაპარეზა – ქართველმა ძალოსანმა ატაცში 127 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა.

გიორბელიძემ აკვრაში 158 კგ ასწია, ორჭიდის ჯამში 285 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა  მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღის შემდეგ ხუთი მედალი აქვს – ორი ბრინჯაო რამინ შამილიშვილის ანგარიშზეა, ხოლო ერთი ბრინჯაოსა და ორი ვერცხლის მედალი გოდერძი ბერდელიძემ მოიპოვა.