ძალოსნობა | გოდერძი ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კილოგრამი მოაგროვა და B ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა #1SPORT
ძალოსნობა | გოდერძი ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კილოგრამი მოაგროვა და B ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა #1SPORT

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ B ჯგუფში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 120/124/126 კგ. დაძლია და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. აკვრაში ბერდელიძის შედეგი 144/149/151 კგ. იყო და ის ამ შედეგით მეორე მოძრაობაში მეცხრე ადგილს დასჯერდა.

ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კგ. დააფიქსირა და B ჯგუფში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

8 დეკემბერს 01:30 საათზე ბოგოტის ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61 კგ) იასპარეზებს. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.