ძალოსნობა | გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა 123 კგ დაძლია და საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკვრასა და ორჭიდში.
ამ წუთებში ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრება აკვრაში მიმდინარეობს. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.