ძალოსნობა | ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა ასანიძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა – ატაცში 150/154/158 კგ, ხოლო აკვრაში 185/191/194 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში 352 კგ დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების ანგარიშზე ხუთი მედალია – კონტინენტის პირველობის პრიზიორები რამინ შამილიშვილი (ორი ბრინჯაო) და გოდერძი ბერდელიძე (ერთი ბრინჯაო, ორი ვერცხლი) გახდნენ.
19 აპრილს ფიცარნაგზე სამი ქართველი ძალოსანი გავა – 17:00 საათზე ქალთა შორის ნათია გადელია (81 კგ) იასპარეზებს, 20:00 საათიდან კი 96 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას რევაზ დავითაძე და ირაკლი გობეჯიშვილი შეეცდებიან.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.