ძალოსნობა და კრივი 2028 წლის ოლიმპიადის სპორტის სახეობების წინასწარი სიიდან ამოიღეს #1TVSPORT
International Olympic Committee President Thomas Bach opens the Executive Board meeting in the lead-up to Beijing 2022 at the Olympic House in Lausanne, Switzerland, December 7, 2021. Greg Martin/IOC/Handout via REUTERS THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVES
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც გამოაცხადა, რომ სპორტის სამ სახეობას – ძალოსნობას, კრივსა და თანამედროვე ხუთჭიდს ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოღება ემუქრება.
ამ სახეობების ფედერაციებს 18 თვე მისცეს სიტუაციის გამოსასწორებლად, რათა შეინარჩუნონ 2028 წლის ზაფხულის თამაშებისთვის ოლიმპიური სახეობების სტატუსი.
თომას ბახმა კრივისა და ძალოსნობის ფედერაციებს პრობლემური ორგანიზაციები უწოდა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეშფოთებულნი არიან სპორტის ამ სახეობებში გამეფებული კორუფციით და გახშირებული დოპინგ-შემთხვევებით.
2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამა და სპორტის სახეობების წინასწარი სიიდან ამოღებულია კრივი, ძალოსნობა და თანამედროვე ხუთჭიდი.