ძალოსნობა | ბოგოტაში, მსოფლიო ჩემპიონატზე 8 დეკემბერს გურამ გიორბელიძე იასპარეზებს #1TVSPORT
ძალოსნობა | ბოგოტაში, მსოფლიო ჩემპიონატზე 8 დეკემბერს გურამ გიორბელიძე იასპარეზებს #1TVSPORT

კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთაგან 8 დეკემბერს ფიცარნაგზე 67 კგ. წონით კატეგორიაში გურამ გიორბელიძე იასპარეზებს.

შეჯიბრება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების ათვლა დაიწყო.