ძალოსნობა | არჩილ მალაყმაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | არჩილ მალაყმაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, არჩილ მალაყლაძემ იასპარეზე და აკვრის მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში მალაყმაძემ 153 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე შედეგი იყო, ხოლო აკვრაში 183 კილოგრამის დაფიქსირება მოახერხა და მესამე ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში მალაყმაძე 336 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა.