ძალოსნობა | არჩილ მალაყმაძე ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა, არჩილ მალაყმაძემ იასპარეზა.
მალაყმაძემ ატაცში 147 და 152 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მას კვარცხლბეკამდე რამდენიმე კილოგრამი დააკლდა.
აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 173 კილოგრამი ასწია, რაც მე-13 პოზიციისთვის აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ კი, ორჭიდში 325 კილოგრამით არჩილ მალაყმაძე მერვე ადგილზე გავიდა.