ძალოსნობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ (94 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდა გამოიყენა. ატაცში 156 კგ დააფიქსირა და მე-5 შედეგი აჩვენა, აკვრაში 197 კგ-ით მე-3 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 353 კგ მოუგროვდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში თორნიკე ლომთაძემ მე-8 ადგილი დაიკავა.