ძალოსნობა | 109 და +109კგ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ძალოსნობა | 109 და +109კგ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ #1TVSPORT

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები დღეს 109 და +109 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

დუშეთში მიმდინარე ტურნირში ლაშა ტალახაძეც მონაწილეობდა, რომელმაც, პირველობა, რა თქმა უნდა, არავის დაუთმო და კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მძიმეწონოსანი ძალოსნები გახდნენ:

109 კგ.

ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 157/200/357

აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – 161/195/356

გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) – 153/180/333

+109 კგ.

ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – 215/250/465

ბაქარ თურმანიძე (აჭარა) –181/222/403

ოთარ ზაბახიძე (სჩხერე) – 138/175/313