ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს რეზი დავითაძე იასპარეზებს #1TVSPORT
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს რეზი დავითაძე იასპარეზებს #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 13 დეკემბერს რეზი დავითაძე იასპარეზებს.

ძალოსანი რეზი დავითაძე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 89 კგ. წონით კატეგორიაში დაიცავს.

შეჯიბრი 15:00 საათზე დაიწყება და პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების წევრთაგან 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის სამი მედალი მოიპოვა.