ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი | ირაკლი გობეჯიშვილი ორჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი | ირაკლი გობეჯიშვილი ორჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 დეკემბერს ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა.

ქართველი ძალოსანი 96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში გამოდიოდა. ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში 160 კგ. დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. მან აკვრაში ჯერ – 190, შემდეგ კი 195 კგ. დაძლია და აქაც შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.

ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 355 კგ-ია და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.