ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი |  „ბ“ ჯგუფში ჩხეიძემ მეორე ადგილი დაიკავა, ლომთაძემ - მესამე #1TVSPORT
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი | „ბ“ ჯგუფში ჩხეიძემ მეორე ადგილი დაიკავა, ლომთაძემ - მესამე #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონითი კატეგორიის შეჯიბრის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების წევრთაგან ირაკლი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ იასპარეზეს.

ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 157-ის შემდეგ 162 კგ. დაძლია და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. აკვრაში დაძლეული 193 და 201 კგ-ით კი მან პირველი შედეგი აჩვენა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით ირაკლი ჩხეიძე მეორე იყო.

ზაზა ლომთაძემ კი ატაცში 151, 155 და 158 კგ-ის დაძლევით მე-5 შედეგი აჩვენა. ძალოსანმა აკვრაში თავი ჯერ 187, შემდეგ კი 193 კგ-ს გაართვა და მესამე იყო, ასევე მესამე ადგილი აჩვენა მან ორჭდის ჯამში და მისი შედეგი 351 კგ-ია.