ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს რამინ შამილიშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

21:51, 29.05.2022

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი იასპარეზებს.

კონტინენტის პირველობაზე საკუთარ ძალებს 61 კგ. წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილი მოსინჯავს.

შეჯიბრი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის ონლაინ პლატფორმებზე იხილავთ.

მსგავსი