ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. კონტინენტის 2017 წლის პირველობა თურქეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყნის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ მასპინძლობაზე უარი განაცხადა. 2017 წლის ოქტომბერში კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ალბანეთს მიეცა, თუმცა ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ კვლავ ახალი მასპინძლის მოძიება გახდა საჭირო.

ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი ბუქარესტმა გამოთქვა. ევროპულ კალენდარში მასპინძელი ქვეყანა მეორედ შეიცვალა, ერთადერთი რასაც ცვლილება არ შეხებია თარიღია – 26 მარტი – 1 აპრილი.
რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატს პირველად 1972 წელს კონსტანცაში, მეორედ 2009 წელს ბუქარესტში უმასპინძლა.