ძალოსანმა თორნიკე ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე შედეგი დააფიქსირა

16:46, 10.12.2019

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე ლომთაძემ ატაცში 103/107 დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით ლომთაძემ ატაცში მის მიერვე საჩხერეში დამყარებული საქართველოს რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა.

ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 131/135 კგ-ით მე-5 ადგილი დაიკავა. მან ამ შედეგით საქართველოს რეკორდი 2 კგ-ით, ხოლო ევროპის რეკორდი ჯერ 1, შემდეგ კი 4 კგ-იტ გააუმჯობესა.

თორნიკე ლომთაძე ორჭიდის ჯამი 242 კგ-ით მე-7 ადგილზე გავიდა.

მსგავსი