ძალოსანი ირაკლი თურმანიძე საქართველოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს.
ძალოსანი ირაკლი თურმანიძე საქართველოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე იდაყვის ტრავმის გამო საქართველოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით ირაკლი თურმანიძე სრული დატვირთვით მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით აშხაბადი უმასპინძლებს.