ძალოსანი გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონია
ძალოსანი გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონია

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ ატაცში 126 კგ. დაძლია და გამარჯვება მოიპოვა.

ვეკუა აკვრაშიც საუკეთესო იყო. ძალოსანმა 151 კგ. დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა. საქართველოს ნაკრების წევრმა ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 277 კგ-ით ოქროს მედალოსანი გახდა.