ძალოსანი გოგა ჩხეიძე ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედლის მფლობელია

19:52, 22.10.2019

ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ ატაცში 153 კგ. დაძლია და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

აკვრაში ჩხეიძემ 166 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 301 კგ-ით გოგა ჩხეიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი