ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა

23:20, 26.03.2018

ბუქარესტში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 56 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ ატაცში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კილოგრამი დაძლია.

აკვრაში კი მან 134 კგ. დააფიქსირა და 246 კგ-ით ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ხვალ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულები 62 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ღირსებას რამინ შამილიშვილი და შოთა მიშველიძე დაიცავენ.

შეჯიბრი ხვალ თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი