ძალოსანი ბაჩუკი შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე გავიდა
ძალოსანი ბაჩუკი შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე გავიდა

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაჩუკი შამილიშვილმა ატაცში სამივე მისვლა 80/84/87 კგ. წარმატებით დაძლია და მე-11 ადგილზე გავიდა.

აკვრაში ძალოსანმა ასევე სამივე მისვლა გამოიყენა 107/112/115 და მე-11 ადგილზე იყო, აგრეთვე მე-11 იყო ის ორჭიდის ჯამში და მისი შედეგი 202 კგ. იყო.