ძალიან კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
ძალიან კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ამბავია – ცნობილი გახდა ზუსტი დიაგნოზი, რომელიც საქართველოს ნაკრების და „გენტის“ შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძეს დაუსვეს.

ჩაკვეტაძე „გენტის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში დაშავდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ავსტრიელებთან მატჩის 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად კი, სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბელგიური „გენტმა“ 2:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც კიევის „დინამოს“ შეხვდება.

ბელგიური გამოცემა „ნიუსბლადმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძეს აქილევსის ქუსლი დაუზიანდა, რამაც შეიძლება ქართველს სეზონი დაასრულებინოსო. ქართველის საბოლოო დიაგნოზის დასადგენად დამატებით გამოკვლევები გაიარა და საბედნიეროდ, გაირკვა – გიორგის მცირედი ჰემატობა აღმოაჩნდა, დიდი ალბათობით, დაახლოებით ერთ კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, ხოლო მოედანს სავარაუდოდ 10-14 დღეში დაუბრუნდება.