დვალმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა - ჩემპიონობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT
დვალმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა - ჩემპიონობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ #1TVSPORT

„აპოელის“ ქართველმა მცველმა, ლაშა დვალმა ლარნაკას აეკ-თან (2:1) დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა, ისაუბრა გუნდის გამარჯვებასა და საკუთარ გოლზე.

კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის 34-ე ტურში „აპოელმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლი ლაშა დვალმა 54-ე წუთზე გაიტანა, „აპოელს“ გამარჯვება მოუტანა და ბოლო ტურის წინ საჩემპიონო შანსი შეუნარჩუნა.

„მიხარია, რომ გუნდს ჩემი გოლით წარმატების მიღწევაში დავეხმარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულაა, რომელიც გუნდმა მოიპოვა. ეს ის გამარჯვებაა, რომელიც დიდი ხანია სანატრელი გვქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ამბავი ჩემი დაბადების დღეს მოხდა და გუნდმა მოიგო.

რა თქმა უნდა, მოთამაშეთა მუდმივი ტრავმები გუნდს ძალიან აზარალდებდა, მაგრამ „აპოელის“ ფეხბურთელები ვცდილობდით და ვცდილობთ, ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთოთ. „არისთან“ თავი დავდეთ და შევეცდებით, რომ ბოლო ტურში „აპოლონთანაც“ ყველაფერს გავიღოთ, ჩემპიონები რომ გავხდეთ“, – ამბობს ლაშა დვალი.

საქართველოს ნაკრების მცველმა ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიტანა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე უკვე ოთხი გოლი ჩაიწერა, ხოლო „აპოელმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.