დვალის გოლმა „აპოელს“ სამი ქულა მოუტანა - ქვლითაიამ პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „აპოელს“ ლარნაკას აეკ-თან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა – 2:1.

კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის 34-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია (მე-80 წუთზე შეცვალეს) და ლაშა დვალი იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში დარჩა.

„აპოელი“ თავიდან მდევრის როლში იყო, რადგან აეკ-ი მე-15 წუთზე პონსმა დააწინაურა. ქართველების გუნდს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 21-ე წუთზე მიეცა, როდესაც გიორგი ქვილითაიას წაქცევისთვის აეკ-ის კარში პენალტი დაინიშნა. საჯარიმო მანვე შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. თუმცა, ვიდეორეფერიზე გამეორებისას გამოჩნდა, რომ მეტოქის მოთამაშეები საჯარიმოში ნაადრევად შევარდნენ და პენალტი ხელმეორედ დაინიშნა, რომელიც მარკინიოსმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

გადამწყვეტი როლი ლაშა დვალმა ითამაშა, როპმელმაც 54-ე წუთზე, საჯარიმოს შესრულების შემდეგ მცველს აჯობა, ზუსტი თავური დარტყმით „აპოელს“ გამარჯვება მოუტანა და საჩემპიონო შანსი შეუნარჩუნა.

„აპოელი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება „არისს“. ქართველების გუნდმა ბოლო ტურის წინ ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ევროტურნირზე თამაში გაინაღდა, მაგრამ ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს.