ლაშა დვალის აპოელ-ი კონფერენს ლიგის პლეი ოფში სლოვენიურ „ცელიესთან“ საშინაო შეხვედრაში 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში, სლოვენიაში, რომელიც 2:2 დასრულდა, დვალი მოედნიდან გააძევეს და საპასუხო დაპირისპირება გამოტოვა.
სლოვენიელების მთავარი მწვრთნელი ალბერტ რიერაა, რომელიც „ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილს წვრთნიდა. სლოვენიელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს, ხოლო 51-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
კონფერენს ლიგის მერვედფინალში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ ითამაშებს, რომელიც „ჩელსისა“ და „გიმარაეშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.