დვალი-ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ „იანგ ბოიზთან“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
დვალი-ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ „იანგ ბოიზთან“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე განმეორებით შეხვედრაში „ფერენცვაროშმა“ შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა, 2:3 დამარცხდა, მაგრამ ამით ევროგამოსვლა არ დაუსრულებია.

უნგრეთის ჩემპიონ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე ირიცხება, ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი. თუმცა, ორივე ტრავმირებული იყო, რეაბილიტაცია დაასრულეს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ იყვნენ და სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდნენ.

ფერენცვაროშს“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა, 56-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა, მაგრამ 64-ე წუთზე უნგრეთის ჩემპიონის მცველი, აისა ლაიდუნი მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს და შვეიცარიელებმა ეს უპირატესობა გამოიყენეს – მათ ორი გოლი გაიტანეს და 2:3 მოიგეს.

„იანგ ბოიზმა“ პირველი შეხვედრაც 3:2 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 6:4 გაიმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება და 15,64 მილიონ ევრო დაიბევა. „ფერენცვაროში“ კი ევროპის ლიგის ჯგუფში გადაინაცვლებს, რისთვისაც უეფა-დან ასევე საკმაოდ სოლიდური თანხა, 3,6 მილიონი ევრო დაერიცხება.