დვალი აპოელ-ის შემადგენლობას ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა #1TVSPORT
დიდი პაუზის შემდეგ ლაშა დვალი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და გუნდს სტუმრად „აპოლონთან“ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა — 0:0.
საქართველოს ნაკრების მცველს გუნდში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ცნობილი გახდა, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლას არ გამორიცხავდა. 13 თებერვლის შემდეგ მან აპოელ-ში 90 წუთი პირველად ჩაატარა.
კვიპროსის ჩემპიონატში გამოცდილი ქართველი მცველის გუნდი 52 ქულით საჩემპიონო ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.